ბუნების აღდგენის თანამედროვე კონცეფციების წარმატებისთვის პარტნიორობა გადამწყვეტ როლს ასრულებს. თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორებიც არიან ლიცენზიის გამცემი ორგანოები, საზოგადოებრივი და ბუნების დაცვის ჯგუფები, წიაღისეულის მოპოვების ადგილებში ქმნის ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.

გარდა უამრავი პარტნიორობისა, ჰაიდელბერგცემენტის შვილობილი კომპანიები ადგილობრივ/საერთაშორისო დონეზეა დაფუძნებული, 2011 წელს ჰაიდელბერგცემენტმა წამოიწყო ევროპული პარტნიორობა BirdLife International-თან. 2014 წელს, ეს პარტნიორობა გავრცელდა აფრიკასა და აზიაზე. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი იყო ევროპაში, აფრიკასა და აზიაში ჩვენი ყველა კარიერის სიახლოვეს ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მაღალი ღირებულების მქონე არეალების ერთობლივი შეფასება. ამ გამოცდილების წყალობით შევძელით უკეთ შეგვეფასებინა ჩვენი ზემოქმედებები და პრიორიტეტი მიგვენიჭებინა რეაგირების ღონისძიებებისთვის.

2012 წლიდან ეროვნულ BirdLife Partners-თან ხელი მოეწერა 20-ზე მეტ ერთობლივ პროექტს და პარტნიორობას, ასევე ხელი მოეწერა რამდენიმე სხვა ხელშეკრულებას უნივერსიტეტებთან და გარემოსდამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

იხილეთ მეტი:

„Biodiversity in Good Company“ („ბიომრავალფეროვნება კარგ კომპანიაში“)

2008 წლიდან ჰაიდელბერგცემენტი არის Biodiversity in Good Company-ის წევრი. აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CoP 9) მე-9 კონფერენციაზე, ის მიზნად ისახავდა კერძო სექტორის მონაწილეობის გაძლიერებას კომპანიების წახალისებით, რაც გულისხმობდა მათი მართვის სისტემაში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციულ და მდგრად გამოყენებას და მათი საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

2009 წელს ჰაიდელბერგცემენტის ბიომრავალფეროვნების მართვის განხორციელების შიდა სახელმძღვანელო მითითებების გამოქვეყნებამ ბიძგი მისცა ჩვენს სექტორში მომუშავე სხვა კომპანიებსაც. მას შემდეგ, განხორციელდა ბევრი პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავენ ბიომრავალფეროვნების მართვის პრაქტიკების თანმიმდევრულ განხორციელებას, მნიშვნელოვანი ინდიკატორებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას. 

ეს ქმედებები და პარტნიორობა გააგრძელებს ზრდას მსოფლიო მასშტაბით, ისე რომ ჰაიდელბერგცემენტს შეეძლება თავისი წილი წვლილი შეიტანოს ბიომრავალფეროვნების მიმდინარე დანაკარგის წინააღმდეგ ბრძოლაში და წარმართოს ბიომრავალფეროვნების მართვის სექტორი.