კარიერები როგორც ჰაბიტატები

წიაღისეულის მოპოვებისას ჩვენ ვცვლით ლანდშაფტს, რაც ერთი შეხედვით ბუნების განადგურებას და ბიომრავალფეროვნების შემცირებას იწვევს. მიუხედავად ამისა, კარიერებს მართლაც შეუძლიათ შექმნან მნიშვნელოვანი ჰაბიტატები მცენარეებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც უფრო და უფრო მეტად გადაადგილდებიან როგორც კარიერის ექსპლუატაციის აქტიურ ფაზაში, ასევე ბუნებრივი ჰაბიტატების აღდგენის პროცესში.

სხვადასხვა ეტაპზე კარიერები ქმნიან ჰაბიტატების დინამიურ მოზაიკას და რელიეფის ისეთ ფორმებს, რაც უზრუნველყოფს საინტერესო მიკროტოპოგრაფიის წარმოქმნას უნიკალურ კლიმატურ პირობებთან ერთად. კარიერის აქტიური ექსპლუატაციის პროცესში, ეს მახასიათებლები ხშირად გარდამავალი ხასიათისაა და გვხვდება სხვადასხვა დროს ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში.

ეს ეკოლოგიური ნიშები ცხოველებსა და მცენარეებს ერთგვარ თავშესაფარს სთავაზობს, რომელთაც იშვიათად თუ ნახავენ ჩვენი კარიერების მიღმა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია შემდეგი სახეობები: მენაპირე მერცხალი, კვირიონი, ზარნაშო და ჩვეულებრივი შავარდენი, ყვითელმუცალა გომბეშო, ფუტკრის დედა და სხვა იშვიათი სახეობის ფუტკრისდედები.

ჰაბიტატის შექმნისა და მართვის შესაძლებლობები სამ განსხვავებულ არეალად შეიძლება დაიყოს: აქტიური მოპოვების ზონა, არა-საექსპლუატაციო მიწა (ტერიტორია, რომელიც ხვდება კომპანიის მმართველობის ფარგლებში, მაგრამ იქ მოპოვბითი სამუშაოები არასდროს განხორციელდება) და მოპოვების შემდგომ რეკულტივაცია.

აქტიურ კარიერთან დაკავშირებული ჰაბიტატები მოიცავს პირველად ჭარბტენიან ადგილებს და მდელოებს, რაც ხელსაყრელია ბევრი ისეთი სახეობისთვის, რომლებიც საჭიროებენ მცენარეულობას მოკლებულ ან მინიმალური მცენარეული საფარის მქონე ნიადაგს, საკვები ნივთიერებებით ღარიბ სუბსტრატებს და თბილ კლიმატურ პირობებს. გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს კარიერის გახსნა, რამდენიმე წელი დატოვება და შემდეგ ისევ დამუშავება. ასეთი დინამიური მუშაობიდან გამომდინარე, ეს პირველადი ჰაბიტატები ხშირად ირღვევა და ვითარდება სხვა ადგილას, ასე რომ კარიერის ფარგლებში თავდაპირველი ჰაბიტატი მუდმივ გადაადგილებას განიცდის.

წიაღისეულის მოპოვების არეალის გარშემო შესაძლოა მეტნაკლებად წარმოდგენილი იყოს ისეთი ჰაბიტატები, სადაც მოპოვებითი სამუშაოები არ იგეგმება და ხელუხლებელი რჩება კარიერის მთელი არსებობის განმავლობაში. ასეთ ადგილებში შესაძლებელია ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესება მიზანმიმართული მმართველობით ან ახალი ჰაბიტატების შექმნით, მაგალითად ტბორების მოწყობით.

მოპოვების პროცესის დასრულების შემდეგ ხდება კარიერის რეკულტივაცია და მისი საბოლოო დანიშნულება განისაზღვრება შესაბამის ორგანოებთან და მიმდებარე თემებთან კონსულტაციის საფუძველზე. ეს ყოველივე განაპირობებს ჰაბიტატის შექმნის ახალ შესაძლებლობას. ბევრ ადგილას, წიაღისეულის მოპოვების შედეგედ ვხვდებით წყალშემცველ ფენას, შედეგად რჩება წყლის ობიექტი, რაც ბუნების გაუმჯობესებას განაპირობებს.  სხვა თვალსაჩინო ჰაბიტატები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს ცარიელ კარიერზე, არის კირქვიანი მდელოები, ტყეები/გატყიანებული ადგილები - სველი და მშრალი, ცარიელი და სხვა ჭაობიანი ტერიტორიები.

ჰაიდელბერგცემენტის ბიომრავალფეროვნების მიდგომის შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ კომპანიის ვებ გვერდზე.