პირობები

1. განაცხადების შეტანა

Quarry Life Award-ის ვებგვერდზე (https://www.quarrylifeaward.ge) ანგარიშის გახსნით თქვენ იღებთ კონკურსის პირობებს და თანხმობას აცხადებთ ჩაერთოთ კონკურსში მისი წესებისა და პირობების შესაბამისად, აღნიშნული პირობები ქვემოთ არის აღწერილი.

2. ტერმინების განმარტება

„კატეგორიები“ იმ თემების ჯგუფებია, რომლებსაც პროექტები უნდა ეხებოდეს. კვლევითი მიმართულების პროექტების კატეგორიებია: „ბიომრავალფეროვნების მართვა“, „ჰაბიტატების და სახეობების კვლევა“, „კარიერის საზღვრებს მიღმა“. სათემო მიმართულების პროექტების კატეგორიებია: „ბიომრავალფეროვნება და განათლება“, „კარიერების და ადგილობრივი თემების ერთმანეთთან დაკავშირება“ და „ბუნების ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტის გზები.“

„კონკურსი“ ნიშნავს Quarry Life Awards-ის როგორც ეროვნულეროვნულ ისე საერთაშორისო კონკურსებს.

„კონკურსანტ(ებ)ი“ ნიშნავს პირს ან პირთა ჯგუფს, რომლებიც ერთობლივ განაცხადს წარადგენენ და მონაწილეობას იღებენ კონსურსში.

„ფინანსური კონტრიბუცია“ ნიშნავს „ჰაიდერლბერგცემენტის“ მიერ გამოყოფილ ფინანსურ კონტრიბუციას, რომლის მიზანს კონკურსის კვლევითი ფაზის ხარჯების ნაწილობრივ დაფარვა წარმოადგენს. თითოეულ ეროვნულეროვნულ კონკურსში ეროვნულეროვნული ჯილდოს კოორდინატორი იქნება პასუხისმგებელი ამ თანხის კონკურსანტისთვის გადაცემაზე.. აღნიშნული თანხის რაოდენობას განსაზღვრავს „ჰაიდელბერგცემენტი“ .

„საერთაშორისო კონკურსი“ ნიშნავს წინამდებარე დოკუმენტის მე-8 ნაწილში აღწერილ კონკურსს.

„საერთაშორისო გამარჯვებულები“ ნიშნავს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებს (6 კატეგორიაში გამარჯვებულები და 1 მთავარი პრიზის მიმღები, წინამდებარე დოკუმენტის 13.2-ე პუნქტის შესაბამისად).

„ჰაიდელბერგცემენტი“ ნიშნავს სააქციო საზოგადოება HeidelbergCement-ს (მისამართი: Berliner Straße 6, 69120 Heidelberg, გერმანია).

„როგორ მივიღოთ მონაწილეობა“ Quarry Life Awards-ში მონაწილეობის ინსტრუქციებია, რომლებიც აქ არის მოცემული.“

„ჟიური“ ნიშნავს საერთაშორისო ან ერთ-ერთ ეროვნულეროვნულ ჟიურის, წინამდებარე დოკუმენტის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

ეროვნულ„ეროვნული კონკურსი“ ნიშნავს თითოეულ ქვეყანაში ან ქვეყანათა ჯგუფში (თუ ასეთი არსებობს) ჩატარებულ კონკურსს, წინამდებარე დოკუმენტის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

„ეროვნულიეროვნულ კონკურსის გამარჯვებულები“ ნიშნავს ეროვნულეროვნული კონკურსის კვლევით და სათემო მიმართულებებში გამოვლენილ პირველადგილოსნებს.

„მონაწილე პროექტები“ არის ის საუკეთესო ექვსი წარდგენილი პროექტი, რომლებიც ეროვნულეროვნულმა ჟიურებმა „კვლევით ფაზაში“ მონაწილეობისთვის შეარჩიეს.

„პრიზ(ებ)ი“ ნიშნავს იმ ფულად ჯილდოს, რომელიც ეროვნულეროვნულ და საერთაშორისო გამარჯვებულებს გადაეცემათ.

„საპროექტო განაცხადები“ ნიშნავს კონკურსანტების მიერ კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოდგენილ თავდაპირველ საპროექტო წინადადებებს (როგორც ეს „როგორ მივიღოთ მონაწილეობა“-შია აღწერილი).

„პროექტის ანგარიშები“ ნიშნავს იმ კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ საბოლოო პროექტის ანგარიშებს, რომელთა საპროექტო განაცხადები მათ ქვეყნებში საუკეთესო ექვს პროექტს შორის მოხვდა (როგორც ეს „როგორ მივიღოთ მონაწილეობა“-შია აღწერილი).

„კვლევითი ფაზა“ არის ის პერიოდი როდესაც კონკურსანტებს (რომელთა პროექტები მათ ქვეყნებში საუკეთესო ექვს პროექტს შორის მოხვდა) მათ საპროექტო განაცხადებში მოცემული იდეების განხორციელების დაწყება შეუძლიათ. კვლევითი ფაზა 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„ნაკადი“ საპროექტო თემების კატეგორიების ჯგუფს წარმოადგენს. 2021 წლის კონკურსის ფარგლებში კატეგორიების ორი ნაკადი იქნა გამოყოფილი: კვლევითი ნაკადი და სათემო ნაკადი (როგორც ეს „როგორ მივიღოთ მონაწილეობა“-შია აღწერილი).

„პირობები“ ნიშნავს ამ დოკუმენტში აღწერილ პირობებს.

„საუკეთესო ექვსი წარდგენილი პროექტი“ იმ მნიშვნელობით იქნება გამოყენებული, რომელიც წინამდებარე დოკუმენტის 7.7-ე პუნქტშია აღწერილი.

„კარიერი“ ან „კარიერები“ „ჰაიდელბერგცემენტის“ ან მის ჯგუფში შემავალი ნებისმიერი კომპანიის/ფილიალის მფლობელობაში არსებულ კონკურსში მონაწილე ნებისმიერ მიწის ნაკვეთს ან ობიექტს ნიშნავს.

3. კონკურსის ორგანიზატორი

კონკურსის ორგანიზატორი „ჰაიდელბერგცემენტია“, თუმცა, ეროვნულიეროვნულ კონკურსების შემთხვევაში, „ჰაიდელბერგცემენტმა“ ამ კონკურსების ორგანიზება და ჟიურის წევრების შერჩევა მისი ჯგუფის წევრ ადგილობრივ კომპანიებს/ფილიალებს შეიძლება დაავალოს. აღნიშნულმა კომპანიებმა უნდა დაიცვან დოკუმენტში სახელად „როგორ მივიღოთ მონაწილეობა“ და ასევე წინამდებარე დოკუმენტში მოცემული პირობები. კონკურსანტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართნ „ჰაიდელბერგცემენტსს“ კონკურსთან დაკავშირებული საჩივრით.

HeidelbergCement AG

Berliner Strasse 6

69120 Heidelberg

გერმანია

ტელეფონი: +49 6221 481-0

ფაქსი: +49 6221 481-13217

quarrylifeaward@heidelbergcement.com

 

4. ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება

4.1 კონკურსანტები შეიძლება იყვნენ როგორც ცალკეული პირები ისე გუნდები.

(ა) გუნდებს მხოლოდ ერთ ეროვნულეროვნულ კონკურსში შეუძლიათ მონაწილეობა, მათ უნდა გამოყონ ძირითადი საკონტაქტო პირი, გუნდის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს, წინამდებარე პირობების მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის უფლებამოსილება.

(ბ) კონკრეტულ პირს მხოლოდ ერთ ეროვნულეროვნულ კონკურსში შეუძლია მონაწილეობა, გარდა ამისა, მას კონკურსში მხოლოდ ერთხელ მონაწილეობის უფლება აქვს (ცალკე ან გუნდის წევრის სახით). კონკრეტულ პირს მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენის უფლება აქვს.

(გ) კონკრეტული პირი ან გუნდის წევრები მინიმუმ 16 წლის ასაკის უნდა იყვნენ.

4.2 მესამე მხარეებთან (ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები) თანამშრომლობა ნებადართულია, თუმცა, ამ თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია პროექტების წარდგენისას უნდა იქნას მოწოდებული.

4.3 „ჰაიდელბერგცემენტის“ თანამშრომლებს და მისი ჯგუფის წევრი კომპანიების თანამშრომლებს კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ.

4.4 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკრეტულმა პირმა ან გუნდის საკონტაქტო პირმა Quarry Life Award-ის ვებგვერდზე ანგარიში უნდა გახსნას. პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ „კონფიდენციალურობის დაცვის წესები.“

5. საპროექტო განაცხადები და პროექტის ანგარიშები

5.1 საპროექტო განაცხადების განხორციელება 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის სექტემბრამდე პერიოდში უნდა იყოს შესაძელბელი; მათი წარდგენა ეროვნულეროვნული ჟიურისთვის 2021 წლის 18 ნოემბრამდე უნდა მოხდეს, ეს განაცხადები „როგორ მივიღოთ მონაწილეობა“-ში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისი უნდა იყოს.

5.2 თუ კონკრეტული პირი(ები) ან გუნდები უკვე მუშაობენ ბიომრავალფეროვნების პროექტზე, რომელიც კონკურსამდე იქნა შეკვეთილი ან დაწყებული, მისი კონკურსში ჩართვა არ იქნება ნებადართული. თუმცა, თუ აღნიშნული პროექტი 2021/2022 წელს გაფართოვდა ან განვითარდა და მას ბიომრავალფეროვნების ახალი ასპექტი დაემატა, მაშინ ეს ახალი ასპექტი „ჰაიდელბერგცემენტის“ გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება იქნას კონკურსზე გატანილი.

5.3 ეროვნულეროვნულმა ჟიურიმ უნდა განიხილოს ყველა შემოტანილი საპროექტო წინადადება და პროექტის ანგარიშები, თუმცა, „ჰაიდელბერგცემენტის“ გადაწყვეტილებით, ნებისმიერი წინადადება თუ ანგარიში, რომელიც წინამდებარე დოკუმენტში და „როგორ მივიღოთ მონაწილეობა“-ში მოცემულ პირობებს არ აკმაყოფილებს, შეიძლება იქნას დისკვალიფიცირებული.

6. ეროვნულეროვნული კონკურსები

6.1 თითოეულ კონკურსანტს მხოლოდ ერთ (1) ეროვნულ კონკურსში შეუძლია მონაწილეობის მიღება.

6.2 კონკურსში ჩართული თითოეული კარიერი კონკრეტულ ეროვნულ კონკურსს იქნება მიკუთვნებული და თითოეული საპროექტო განაცხადი მხოლოდ ერთ (1) ეროვნულ კონკურსში მონაწილე კონკრეტულ კარიერს უნდა ეხებოდეს.

6.3 ის თუ რომელ ეროვნულ კონკურსში უნდა შეიტანოს კონკურსანტმა საპროექტო განაცხადი დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ კარიერს ეხება მისი საპროექტო წინადადება. თუმცა, კონკურსანტებს მხოლოდ ისეთი საპროექტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ, რომლებიც მათ ქვეყანაში არსებულ კარიერებს ეხება (ამ წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ტრანსნაციონალური კონკურსების შემთხვევაში და/ან ეროვნული კოორდინატორის ნებართვის საფუძველზე). ეროვნული კონკურსის შერჩევისას კონკურსანტის მოაქალაქეობას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

6.4 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები კონკრეტული ქვეყნის ეროვნული ჟიურის მიერ იქნება გამოვლენილი.

6.5 ეროვნული კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია რამდენიმე ქვეყნის ერთ (1) კონკურსში გაერთიანება. პრიზებიდან გამომდინარე, „ჰაიდელბერგცემენტი“ სხვადასხვა ქვეყნებში განლაგებული კარიერების ერთ (1) ეროვნულ კონკურსში გაერთიანების უფლებას იტოვებს. პრიზები მხოლოდ ეროვნული კონკურსების ფარგლებში (და არა კონკრეტულ ეროვნულ კონკურსში შემავალი თითოეული ქვეყნის მიხედვით) იქნება გაცემული.

7. ჟიური

7.1 თითოეული ეროვნული კონკურსის გამარჯვებულს ამ ქვეყნის ეროვნული ჟიური გამოავლენს.

7.2 გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჟიურიმ უნდა გაითვალისწინეოს „როგორ მივიღოთ მონაწილეობა“-ში მოცემული მიმართულებები, კატეგორიები და „შეფასება“.

7.3 „ჰაიდელბერგცემენტი“ ან მისი შესაბამისი ადგილობრივი შვილობილი კომპანია/ფილიალი საკუთარი შეხედულებისამებრ ნიშნავს, ზედამხედველობას უწევს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის ეროვნულ და საერთაშორისო ჟიურის წევრებს.

7.4 თითოეულ ეროვნულ კონკურსს ეროვნული ჟიური ეყოლება. ეროვნულ ჟიურიში შეიძლება შედიოდნენ ექსპერტები ბიომრავალფეროვნების საკითხებში, რომლებსაც რეგიონულ ბუნებრივ საარსებო არეალებთან და სახეობებთან დაკავშირებით სპეციფიკური ცოდნა გააჩნიათ, ჟიურიში ასევე შეიძლება შედიოდნენ „ჰაიდელბერგცემენტის“ მენეჯერები ან მისი შესაბამისი ადგილობრივი კომპანიის მენეჯერები, რომლებიც ჟიურის ბიზნეს თვალთახედვას შემატებენ. გარდა ამისა, ეროვნულ ჟიურიში სხვა პირებიც შეიძლება შევიდნენ, რომელთა ჟიურიში დანიშვნა „ჰაიდელბერგცემენტმა“ ან ჯგუფში შემავალმა შესაბამისმა ადგილობრივმა კომპანიამ შეიძლება გადაწყვიტონ.

7.5 საერთაშორისო კონკურსს ეყოლება საერთაშორისო ჟიური, რომელიც საერთაშორისო გამარჯვებულებს გამოავლენს.

7.6 შემოტანილი განაცხადების განხილვისას ჟიურის წევრებს საკუთარი მეთოდების და პრაქტიკის გამოყენების უფლება ექნებათ. პროექტების შერჩევის კრიტერიუმების ფარგლებში (რომლებიც „როგორ მივიღოთ მონაწილეობა“-შია მოცემული), ჟიურის გადაწყვეტილებების საკუთარი შეხედულებებისამებრ მიღების შესაძლებლობა ექნება.

7.7 2021 წლის დეკემბერში თითოეული ეროვნული ჟიური კვლევითი ფაზისთვის ექვს საუკეთესო საპროექტო წინადადებას შეარჩევს. ამ ექვს საუკეთესო პროექტს ფინანსური კონტრიბუციის მიღების უფლება ექნება (ეს კონტრიბუცია მათი განხორციელებისთვის შეიძლება იყოს გამოყოფილი). ექვსივე პროექტის ავტორს ამ სიაში მოხვედრის შესახებ იმავე თვეში ეცნობებათ.

7.8 2022 წლის სექტემბერში თითოეული ეროვნული ჟიური თითოეული მიმართულების პირველადგილოსნებს გამოავლენს (საუბარია იმ კონკურსანტებზე, რომლებმაც ჟიურის აზრით ეროვნულ კონკურსზე საუკეთესო პროექტები წარადგინეს). ამ ეტაპზე მხოლოდ კვლევითი ფაზისთვის შერჩეული პროექტები (იხ. 7.7-ე პუნქტი) იქნება განხილული.

8. საერთაშორისო კონკურსი

8.1 საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ზემოთხსენებული ექვსი საუკეთესო პროექტი ინგლისურ ენაზეც უნდა იქნას შემოტანილი (იმ შემთხვევაში თუ მათი ინგლისური ვერსიები უკვე არ არის შემოტანილი). მხოლოდ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლებელია, თითოეული საპროექტო წინადადება ჯერ შესაბამის ეროვნულ კონკურსში უნდა მოხვდეს (ისე როგორც ეს 6.2-ე და 6.3-ე პუნქტებშია აღწერილი).

8.2 საერთაშორისო ჟიური განიხილავს ყველა საუკეთესო ექვს პროექტს, რომლებიც 7.7-ე პუნქტის შესაბამისად ეროვნული კონკურსების ფარგლებში კვლევითი ფაზისთვის იქნა მიღებული. საერთაშორისო ჟიური Quarry Life Awards-ის მეხუთე კონკურსის საერთაშორისო გამარჯვებულებს 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე გამოავლენს.

9. კომუნიკაცია

კონკურსის ორგანიზატორები თითოეული ქვეყნიდან შერჩეულ მხოლოდ ექვსი საუკეთესო პროექტის ავტორს დაუკავშირდებიან. გამარჯვების შესახებ პირდაპირ მხოლოდ საერთაშორისო გამარჯვებულებს და ეროვნული კონკურსების გამარჯვებულებს ეცნობებათ. „ჰაიდელბერგცემენტი“ ან მისი შესაბამისი ადგილობრივი ჯგუფის წევრი კომპანიები ყველაფერს იღონებენ ყველა მონაწილესთან დასაკავშირებლად, რათა გააგებინონ მათ იმის შესახებ თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა მათი საპროექტო წინადადებები.

10. საუკეთესო ექვსი პროექტის და საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების გამარჯვებულთა გამოცხადება; მესამე მხარეების პერსონალური მონაცემების დაცვა

10.1 კონკურსანტებმა უნდა იცოდნენ, რომ კონკურსის დროს მათ ანგარიშებზე („ექაუნთებზე“) და საუკეთესო ექვსი პროექტის ანგარიშებში ასახული ყველა მონაცემი Quarry Life Award-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ამ მონაცემებში და პროექტის აგნარიშებში კონკურსანტთა ან მესამე მხარეთა პერსონალური მონაცემების შეტანა აუცილებელი არაა. თუმცა, თუ პერსონალური მონაცემები მაინც იქნა შეტანილი, „ჰაიდელბერგცემენტს“ და მის შვილობილ კომპანიებს/ფილიალებს/ მისი ჯგუფის წევრ კომპანიებს ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების ლეგიტიმური ინტერესი ექნებათ, რადგან Quarry Life Award-ით „ჰაიდელბერგცემენტი“ და მისი შვილობილი კომპანიები/ფილიალები საზოგადოებას მდგრადობაზე მიმართულ მათ ძალისხმევას აჩვენებენ და შესაბამისად Quarry Life Award-ის ვებგვერდზე მიმდინარე და წარსულში ჩატარებულ კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა იქნას გამოქვეყნებული. იმავე მიზეზით, „ჰაიდელბერგცემენტს“ და მისი ჯგუფის წევრ კომპანიებსეროვნული და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულთა სახელების და ფოტოების გამოქვეყნება (მათ შორის ამ მონაცემების ეროვნული და საერთაშორისო პრესისთვის გადაცემა) სჭირდება.

10.2 თუ ატვირთულ მონაცემებში და დოკუმენტებში და/ან საპროექტო განაცხადებში და/ან პროექტის ანგარიშებში სხვა პირთა პერსონალური მონაცემები მოხვდება, კონკურსანტებმა უნდა დაადასტურონ და მკაფიო გარანტია უნდა გასცენ იმის თაობაზე რომ ყველა ამ პირმა „ჰაიდელბერგცემენტისა“ და მისი შვილობილი კომპანიების/ფილიალების მიერ მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების ნებართვა გასცა. აქ იგულისხმება „ჰაიდელბერგცემენტის“ სერვერებზე ამ მონაცემების შენახვა, მათი ეროვნული და საერთაშორისო კოორდინატორებისთვის და ასევე ეროვნული და საერთაშორისო ჟიურის წევრებისთვის გადაცემა, ამ მონაცემების გამოქვეყნება და მათი Quarry Life Award-ის ვებგვერდის არქივში გამოქვეყნება და შენახვა. კონკურსანტები ადასტურებენ, რომ „ჰაიდელბერგცემენტს“ და მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს შესაძლოა ამ მონაცემების ან ინფორმაციის წაშლა მოუწიოთ თუ რომელიმე პირი მათ ამის შესახებ სთხოვს. პერსონალურ მონაცემებში ასევე შედის ის ფოტოები, რომლებზეც კონკრეტული პირების ამოცნობაა შესაძლებელი.

10.3 ჩვენი „კონფიდენციალურობის დაცვის წესები“ https://www.quarrylifeaward.co.uk/privacy წინამდებარე დოკუმენტის შემადგენელი ნაწილია.

11. ინტელექტუალური საკუთრება, გამოცემის უფლება

11.1 კონკურსში მონაწილობის მიღების მიზნით განაცხადის შემოტანით, კონკურსანტები ადასტურებენ და გარანტიას იძლევიან, რომ მათი საპროექტო განაცხადები, პროექტები და პროექტის ანგარიშები (და მათი ყველა კომპონენტი):

(i) ორიგინალური ნამუშევრებია, და

(ii) რომ ისინი არ არღვევენ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ უფლებებს, მათ შორის საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებულ უფლებებს, ნოუჰაუს, სავაჭრო საიდუმლოებას ან საპატენტო პირობებს ან ნებისმიერი ადამიანის კერძო ცხოვრებასთან ან საჯარო გამოყენების უფლებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ უფლებას ან ნებისმიერი მესამე პირის სხვა ნებისმიერ უფლებას. ინტელექტუალური საკუთრების უფლების ნებისმიერი დარღვევა, სხვისი ნამუშევრის ბოროტად გამოყენება ან პლაგიატი (ნებისმიერი ფორმით ან სახით) გამოიწვევს კონკურსანტის დაუყოვნებლივ დისკვალიფიკაციას და მათ მიერ ნებისმიერი ჯილდოს, აღიარების და პრიზების მიღების უფლების დაკარგვას.

(iii) ნებისმიერი საპროექტო განაცხადის ინტელექტუალურ ან სამეწარმეო საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა უფლება კონკურსანტს რჩება, თუმცა „ჰაიდელბერგცემენტისთვის“ წარდგენილი ფიზიკური საგნები და ელექტრონული დოკუმენტაცია „ჰაიდელბერგცემენტის“ საკუთრება გახდება და კონკურსანტს აღარ დაუბრუნდება. აღნიშნულში შედის ნებისმიერი საპროექტო წინადადება, პროექტის ანგარიში ან სხვა დოკუმენტები, რომელთა დისკვალიფიცირება წინამდებარე დოკუმენტში მოცემული რომელიმე მიზეზით მოხდა.

(iv) კონკურსში მონაწილეობით კონკურსანტები „ჰაიდელბერგცემენტს“ და მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს მათი საპროექტო წინადადებების, პროექტის ანგარიშების და სხვა წარდგენილი დოკუმენტაციის (და ამ დოკუმენტებში შეტანილი ნებისმიერი ინფორმაციის) გამოქვეყნების, გამოყენების, კოპირების, ცვლილების, გავრცელების და საჯაროდ გამოფენის შეუზღუდავ უფლებას ანიჭებენ. „ჰაიდელბერგცემენტს“ და მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს ზემოთხსენებული ქმედებების განხორციელება ნებისმიერი მიზნით შეუძლიათ, მათ შორის „ჰაიდელბერგცემენტის“ და მისი ჯგუფში შემავალი კომპანიების ვებგვერდზე კონკურსანტის ხსენებისა და მისთვის რაიმე კომპენსაციის გადაცემის გარეშე გამოქვეყნება, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ჟიური გადაწყვეტს ამ კონკურსანტისთვის ეროვნული ან საერთაშორისო პრიზის გადაცემას.

(v) ყველა კონკურსანტი თანახმაა იმაზე, რომ „ჰაიდელბერგცემენტს“ და მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს მათ (ანუ კონკურსანტთა) საპროექტო წინადადებებში და საბოლოო კვლევით პროექტებში მოცემული კვლევის შედეგების გამოყენება მათი (ანუ კონკურსანტების) ხსენებისა და კომპენსირების გარეშე შეუძლიათ.

11.2 კონკურსანტები ადასტურებენ, რომ

(i) მათ მიერ ვებგვერდზე ატვირთული მასალები არ შეიცავენ რაიმე ვირუსს, მავნე კოდებს, სათვალთვალო პროგრამებს ან მსგავს ელექტრონულ პროგრამებს, რომლებსაც სხვა სისტემის დაზიანება ან კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევა შეუძლიათ;

(ii) ისინი არ გამოაქვეყნებენ, დაპოსტავენ, ატვირთავენ ან გაავრცელებენ Quarry Life Award-ის ვებგვერდზე ნებისმიერი სახის შეუფერებელ, უხამს, დამამცირებელ, ცილისმწამებლურ, უფლებების დამრღვევ, უადგილო, უწესო, ამორალურ ან უკანონო თემას, სახელს, მასალას ან ინფორმაციას

(iii) ისინი არ ატვირთავენ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კანონებით ან კერძო ცხოვრების დაცვასთან დაკავშირებული უფლებებით და საჯარო გამოყენების უფლებებით დაცული პროგრამების ან სხვა მასალების შემცველ ფაილებს (გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი ფლობენ ან აკონტროლებენ ამ უფლებებს ან მიიღეს ყველა აუცილებელი ნებართვა);

(iv) ისინი რაიმე სახით არ ჩამოტვირთავენ (შემდგომი გავრცელების მიზნით) სხვა კონკურსანტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ ფაილს, როდესაც მათთვის ცნობილია (ან  ცნობილი უნდა იყოს), რომ ამ ფაილის ამგვარი სახით გავრცელება კანონით არ არის დაშვებული;

(v) ისინი ცილს არ დასწამებენ, შეურაცხყოფას არ მიაყენებენ, არ შეაწუხებენ, არ აედევნებიან, არ დაემუქრებიან ან სხვა რაიმე სახით არ დაარღვევენ სხვათა კანონიერ უფლებებს (მაგალითად კერძო ცხოვრების უფლებას და საჯარო გამოყენების უფლებას);

(vi) ისინი არ გააყალბებენ ან წაშლიან ნებისმიერი ავტორის სახელს, სამართლებლივ ან ნებისმიერ სხვა სახის შეტყობინებას, პროდუქტების ოფიციალურ დასახელებებს და ატვირთულ ფაილში არსებული პროგრამის ან სხვა მასალების წარმოშობის და წყაროს შესახებ მონაცემებს.

11.3 კონკურსანტები თანახმა არიან გაათავისუფლონ „ჰაიდელბერგცემენტი“ და მის ჯგუფში შემავალი კომპანიები პასუხისმგებლობისგან და დაიცვან ისინი მათ (კონკურსანტების) მიერ გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანისგან (როდესაც ეს ზიანი კონკურსანტების მიერ 11.1-ე და 11.2-ე პუნქტების დარღვევის შედეგად წარმოიქმნება).

12. დისკვალიფიკაციის მიზეზები; შედეგები და პერიოდი

12.1 წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ნებისმიერი დებულების საყოველთაობის შეზღუდვის გარეშე, ამ დოკუმენტის 4-ე, მე-6.3, 11.1-ე და 11.2-ე ნაწილები/პუნქტები კონკურსანტის კონკურსიდან დისკვალიფიცირების საფუძველი შეიძლება გახდეს.

12.2 კარიერზე ნებისმიერი სახის სამუშაოს დაწყებამდე კონკურსანტები კონკრეტული ობიექტისთვის დადგენილი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (შრომის უსაფრთხოების) დაცვის წესების შესახებ ინსტრუქტაჟს გაივლიან. ყველა კონკურსანტი თანახმაა დაიცვას კომპანიის მიერ კონკრეტულ ობიექტთან მიმართებით დადგენილი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის რეგულაციები და მოთხოვნები, რომლებიც ზემოთხსენებული საინსტრუქტაჟო შეხვედრის დროს იქნება გაზიარებული. ნებისმიერი კონკურსანტი, რომელიც ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ წესებს არ დაიცავს, დაუყოვნებლივ იქნება დისკვალიფიცირებული; გუნდის შემთხვევაში დისკვალიფიკაცია მთელს ჯგუფს შეეხება.

12.3 ნებისმიერი კონკურსანტი, რომელიც პროექტის ხარჯების თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილ ფინანსურ კონტრიბუციას კონკურსთან პირდაპირ კავშირში არ მყოფი მიზნებისთვის გამოიყენებს, „ჰაიდელბერგცემენტის“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნება დისკვალიფიცირებული, გარდა ამისა, „ჰაიდელბერგცემენტის“ გადაწყვეტილების საფუძველზე, იგი ვალდებული იქნება დააბრუნოს მთლიანი თანხა ან მისი ნაწილი.

12.4 დისკვალიფიცირებული კონკურსანტები ვერ მიიღებენ პრიზს.

12.5 თუ გამარჯვებულთა გამოცხადებიდან ერთი (1) წლის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ კონკურსის მიმდინარეობისას არსებობდა ამა თუ იმ კონკურსანტის დისკვალიფიცირების საფუძველი, „ჰაიდელბერგცემენტის“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შესალებელია ასეთი კონკურსანტის რეტროაქტიულად (უკუძალით) დისკვალიფიცირება. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს პრიზების ან სხვა ჯილდოების ჩამორთმევა და ნებისმიერი ან ყველა პრიზის ან ფინანსური კონტრიბუციის უკან დაბრუნების ვალდებულება. „ჰაიდელბერგცემენტის“ ეს უფლება ისევ და ისევ მისი დისკრეციით შეიძლება იქნას გამოყენებული.

13. პრიზები

13.1 ეროვნული კონკურსების გამარჯვებულები შემდეგ ფულად პრიზებს მიიღებენ:

ფულად პრიზს მხოლოდ ის კონკურსანტები მიიღებენ, რომლებიც ეროვნული კონკურსის ფარგლებში რომელიმე მიმართულებაში პირველ ადგილს აიღებენ. რაც შეეხება ფულად პრიზს, იგი 5,000 ევროს (ეკვივალენტი ადგილობრივ ვალუტაში) შეადგენს.

13.2 საერთაშორისო დონეზე ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი კატეგორიიდან თითო-თითო გამარჯვებული იქნება შერჩეული (ეს კატეგორიები ეროვნულ დონეზე მიმდინარე ორ მიმართულებიან კონკურსთან კავშირში არაა). გარდა ამისა, საერთაშორისო დონეზე გამოვლენილ საუკეთესო პროექტს მთავარი პრიზი გადაეცემა. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები შემდეგი სახის ფულად პრიზებს მიიღებენ (მათ მიერ ეროვნულ დონეზე მოგებულ ნებისმიერ პრიზთან ერთად):

10,000 ევროს ოდენობის ფულადი პრიზები შემდეგ კატეგორიებში იქნება გაცემული:

ბიომრავალფეროვნების მართვა

ჰაბიტატების და სახეობების კვლევა

კარიერის საზღვრებს მიღმა

ბიომრავალფეროვნება და განათლება

კარიერების და ადგილობრივი თემების ერთმანეთთან დაკავშირება

ბუნების ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტის გზები

 

30,000 ევროს ოდენობის მთავარი პრიზი საერთაშორისო დონეზე გამოვლენილ საუკეთესო პროექტს გადაეცემა.

13.3 ეროვნული კოორდინატორი გამარჯვებულებს დაუკავშირდება და ისინი ერთად გადაწყვეტენ იმას თუ როგორ უნდა განაწილდეს თანხები. იმ შემთხვევაში თუ ეროვნული კონკურსი ისეთ ქვეყანაში ტარდება სადაც ევრო ოფიციალურ ვალუტას არ წარმოადგენს, ზემოთხსენებული თანხები ადგილობრივ ვალუტაში იქნება კონვერტირებული. ეს წესი არ ეხება ეროვნული კონკურსის ფარგლებში გაცემულ ფულად პრიზებს.

13.4 კონკურსანტები ფულად პრიზებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 2 თვის განმავლობაში მიიღებენ.

14. სხვადასხვა დებულება

14.1 „ჰაიდელბერგცემენტი“ წინამდებარე დოკუმენტში მოცემული უფლებებისა და ვალდებულებების მის ჯგუფში შემავალი ნებისმიერი კომპანიისათვის გადაცემის უფლებას იტოვებს. „ჰაიდელბერგცემენტს“ ამ დოკუმენტის ფარგლებში მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებების ფიზიკური პირისთვის (პირებისთვის) გადაცემა შეუძლია, რომელიც მისი წარმომადგენლის სახით იმოქმედებს.

14.2 იმის მიუხედავად თუ სად იმყოფება (ცხოვრობს) ესა თუ ის კონკურსანტი, წინამდებარე დოკუმენტში მოცემული პირობები გერმანიის კანონმდებლობას (საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ გაეროს კონვენციის ნორმების გამოყენების გარეშე) და არა იმ ქვეყნის კანონებს ექვემდებარება სადაც კონკრეტული ეროვნული კონკურსი ტარდება. მომხმარებელთა დაცვასთან დაკავშირებული სავალდებულო რეგულაციები, რომლებიც იმ ქვეყანაში მოქმედებს სადაც ესა თუ ის კონკურსანტი მუდმივად ცხოვრობს როგორც მომხმარებელი, უცვლელად იმოქმედებს. მომხმარებელი ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ისეთ იურიდიულ ტრანზაქციებს აწარმოებს, რომლებიც ძირითადად სცილდება მის პროფესიას, ბიზნესს ან საქმიანობის სფეროს.