სააქციო საზოგადოება „ჰაიდელბერგცემენტი“ შესაბამისი წესების დაცვით რეგულარულად ამოწმებს და აახლებს ამ ვებგვერდებზე მოცემულ ინფორმაციას. თუმცა, ეს არ ეხება მომხმარებლების მიერ ატვირთულ მასალებს, რომლებსაც ჩვენს მასალებად არ ვთვლით. TMG-ის 8-10 ნაწილების მიხედვით, ჩვენ არ ვართ ვალდებული ვაკონტროლოთ მესამე მხარის მიერ შენახული ან გამოქვეყნებული მასალები ან ვაწარმოოთ რაიმე სახის მოკვლევა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა ნებისმიერი სახის უკანონო საქმიანობას ეხებოდეს. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდა რაიმე სახის დარღვევის შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით ნებისმიერ ასეთ მასალას.

ჩვენს ვებგვერდზე მოცემულია მესამე მხარეების ვებგვერდების ბმულები ან ინფორმაცია მათ შესახებ, ამ რესურსებზე არსებული მასალები ჩვენს კონტროლს გარეთაა და მათთან დაკავშირებით რაიმე სახის პასუხისმგებლობის აღება არ შეგვიძლია. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ რესურსებზე რაიმე სახის დარღვევების არსებობის შესახებ, მაშინ დაუყოვნებლივ წავშლით ზემოთხსენებულ ბმულებს.

გარდა ამისა, სააქციო საზოგადოება „ჰაიდელბერგცემენტი“ ნებისმიერ დროს და წინასწარი გაფრთხილების გარეშე მის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის ცვლილების ან ჩასწორების უფლებას იტოვებს.