კონფიდენციალურობის დაცვის წესები

Quarry Life Award გერმანია

ამ ვებგვერდებზე მონაცემების დამუშავებაზე და ასევე Quarry Life Award-ის ჩატარებაზე ერთობლივად პასუხისმგებელი მხარეები:

ჰაიდელბერგცემენტი - HeidelbergCement AG (ამიერიდან მოხსენიებული იქნება როგორც “HCAG”)

რომელსაც წარმოადგენენ:

დოქტორ დომინიკ ფონ ახტენი, თავმჯდომარე

დოქტორ ლორენც ნაგერი, თავმჯდომარის მოადგილე

კევინ გლუსკი

ჰაკან გურდალი

ჯონ მორიში

ერნესტ იელიტო

კრის უორდი

Berliner Straße 6
69120 Heidelberg
Germany

ტელეფონი: +49 6221-481-0
ფაქსი: +49 6221-481-13217
ელ. ფოსტა:  info@heidelbergcement.com

მონაცემების დაცვის ოფიცერი:

+49 6221 481 34567
datenschutz@heidelbergcement.com

 

ამიერიდან მაკონტროლებლები ერთობლივად მოხსენიებული იქნებიან როგორც „ჩვენ“

1. მონაცემების შეგროვება და დამუშავება; ერთობლივი კონტროლი

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ჩვენი ვებგვერდის ან ნებისმიერი სხვა მეთოდის (მაგალითად ელ. ფოსტის) გამოყენებით გვაწვდით. გარდა ამისა, ვაგროვებთ და ვამუშავებთ იმ მონაცემებსაც, რომლებიც თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებისას იქმნება. თქვენი მონაცემების დამუშავება ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით“ (General Data Protection Regulation (GDPR)) და მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით ხდება. პერსონალური მონაცემები ნიშნავს ნებისმიერ ისეთ ინფორმაციას, რომელიც იდენტიფიცირებულ ან არაიდენტიფიცირებულ კერძო პირს ეხება. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მონაცემებს, როგორ და რა იურიდიულ საფუძველზე ვამუშავებთ. გარდა ამისა, გაწვდით ინფორმაციას თქვენი უფლებებისა და თქვენი მონაცემების შენახვის ხანგრძლივობის შესახებ.

HCAG-ი და კომპანია „....“ Quarry Life Award-თან დაკავშირებით ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, აქ იგულისხმება როგორც აღნიშნულ ვებგვერდებზე ჯილდოს პრეზენტაცია ისევე თავად დაჯილდოების პროცესის განხორციელება. ეს ასევე ეხება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასაც. მხარეები ერთობლივად ადგენენ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თანმიმდევრობას (დამუშავების პროცესის თითოეულ ეტაპზე). შესაბამისად, ისინი თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის ე.წ. „ერთობლივი მაკონტროლებლები“ არიან (GDPR-ის 26-ე მუხლი) ქვემოთ აღწერილი მონაცემების დამუშავების ეტაპებზე.

HCAG-ი Quarry Life Award-ის ორგანიზატორია და იგი ასევე ავლენს საერთაშორისო დონეზე გამარჯვებულების ვინაობას (იხილეთ დეტალური ინფორმაცია ქვეთავებში სახელად „პირობები“ და „როგორ მივიღოთ მონაწილეობა“). გარდა ამისა, HCAG-ი Quarry Life Award-ის ვებგვერდისთვის ტექნიკურ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს. თუმცა, კონკურსი ტარდება თითოეული ქვეყნისთვის ცალ-ცალკე, რომლის დროსაც HCAG-ის ადგილობრივი ფილიალი/შვილობილი კომპანია (ამ შემთხვევაში კომპანია „....“) დამოუკიდებლად აფასებს განაცხადებს, ავლენს გამარჯვებულებს და მართავს და აკონტროლებს ადგილობრივად Quarry Life Award-ის გაშუქებას. შესაბამისად, 2-7 ქვეთავებში აღწერილი მონაცემების დამუშავების პროცესებს ორივე მაკონტროლებელი ახორციელებს. ორივე მაკონტროლებელს აქვს კომპეტენცია განახორციელოს მონაცემების დამუშავება ქვემოთ აღწერილი წესების მიხედვით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ეს ასე არ არის).

2. იმ მონაცემების დამუშავება, რომლებიც Quarry Life Award-ისთვის რეგისტრაციისა და მასში მონაწილეობისთვისაა საჭირო

Quarry Life Award კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მომხმარებლის ანგარიშის (ე.წ. „ექაუნთის“) ქონა. პროექტის განაცხადის წარდგენამდე Quarry Life Award-ის ჩვენს ვებგვერდზე ანგარიში უნდა შექმნათ (ვებგვერდის მისამართია: https://www.quarrylifeaward.com). ანგარიშის შესაქმნელად უნდა მოგვაწოდოთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი, სახელი, გვარი და საფოსტო მისამართი. ჩვენს სარეგისტრაციო ფორმაში აღნიშნული პერსონალური მონაცემების შეტანის შემდეგ თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ ელექტრონულ ფოსტას, მასში მოცემული იქნება სპეციალური ბმული, რომელსაც უნდა დააჭიროთ იმისთვის, რომ თქვენი რეგისტრაცია დადასტურდეს. აღნიშნული დამადასტურებელი ელ-ფოსტა იმისთვის არის საჭირო, რომ დამტკიცდეს, რომ თქვენ ნამდვილად ხართ იმ ელ. ფოსტის მისამართის ფლობელი, რომელიც რეგისტრაციისას მიუთითეთ. ამ ბმულზე დაჭერის გარეშე თქვენი რეგისტრირება არ მოხდება. ამ შემთხვევაში თქვენი პირადი მონაცემები 48 საათის შემდეგ წაიშლება.

თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებას GDPR-ის მე-6 მუხლის 1 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე ვახორციელებთ, იმისთვის, რომ ჩვენი საკონტრაქტო პარტნიორის იდენტიფიცირება მოვახდინოთ, Quarry Life Award-ის ვებგვერდზე ანგარიში გაგიხსნათ, Quarry Life Award-ის კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო შეტყობინებები გამოგიგზავნოთ და ასევე, ახალი პაროლი გამოგიგზავნოთ (თუ ამისი სურვილი გექნათ).

რამდენადაც თქვენი პირადი მონაცემები კონკურსის მიმდინარეობისას მომხმარებლის ანგარიშზეა ატვირთული და/ან პროექტის ანგარიშებშია შეტანილი, ამ ინფორმაციას თქვენს მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით ვამუშავებთ, შესაბამისად ეს ყველაფერი GDPR-ის მე-6 მუხლის 1 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის მიხედვით ხორციელდება. გარდა ამისა, კონკურსის მიმდინარეობისას მომხმარებლის ანგარიშზე ატვირთული და საუკეთესო ექვსი განაცხადის საპროექტო ანგარიშებში შეტანილი ყველა მონაცემი გამოქვეყნებული იქნება Quarry Life Award-ის ვებგვერდზე. არ არის აუცილებელი, რომ აღნიშნულ მონაცემებში და საპროექტო ანგარიშებში კონკურსანტების ან მესამე მხარეების პერსონალური მონაცემები შედიოდეს.

თუმცა თუ პერსონალური მონაცემები მაინც იქნება შეტანილი, ჩვენ ამ მონაცემების დამუშავების კანონიერი ინტერესი გაგვაჩნია, რადგან Quarry Life Award-ის მეშვეობით  საზოგადოებას ვუჩვენებთ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც მდგრადობაზეა მიმართული, ამიტომ Quarry Life Award-ის ვებგვერდზე კონკურსის უნდა წარმოვაჩინოთ ამჟამინდელი და ყოფილი მონაწილეები. იმავე მიზეზით, გაგვაჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო გამარჯვებულების სახელების და სურათების გამოქვეყნების კანონიერი ინტერესი (მათ შორის ამ პირადი მონაცემების ადგილობრივი და საერთაშორისო პრესისთვის წარდგენის კანონიერი ინტერესი). ამ შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემების დამუშავების იურიდიულ საფუძველს GDPR-ის მე-6 მუხლის 1 პუნქტის (ვ) ქვეპუნქტი წარმოადგენს.

გარდა ამისა, კონკურსში მონაწილეობისას თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო კოორდინატორები და ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიურის წევრები, პროექტების შეფასებისა და გამოქვეყნების მიზნით, GDPR-ის მე-6 მუხლის 1 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად დაამუშავებენ.

3. პერსონალური მონაცემების დამუშავება ჩვენთან დაკავშირებისას

თუ ჩვენთან დაკავშირებისას თქვენს პერსონალურ მონაცემებს მოგვაწვდით (მაგალითად ელ. ფოსტის მეშვეობით), თქვენს მონაცემებს GDPR-ის მე-6 მუხლის 1 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად შევაგროვებთ და დავამუშავებთ თქვენთან კონტრაქტის გასაფორმებლად და კონტრაქტის გაფორმებამდე თქვენი თხოვნით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად GDPR-ის მე-6 მუხლის 1 პუნქტის (ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად (თქვენს თხოვნაზე პასუხის გაცემის ჩვენი კანონიერი ინტერესიდან გამომდინარე).

თქვენს მიერ რომელიმე ჩვენთაგანისთვის კითხვის დასმისას ან თხოვნის მოწოდებისას, თუ ადრესატი მაკონტროლებელი დაადგენს, რომ ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემა ან თხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ სხვა მაკონტროლებელს შეუძლია, მაშინ იგი თქვენს კითხვას ან თხოვნას პირდაპირ შესაბამის მაკონტროლებელს გადაუგზავნის.

4. მონაცემების დამუშავება cookie და log ფაილების მეშვეობით

ჩვენი ვებგვერდი მხოლოდ აუცილებელ cookie ფაილს - „has_js”-ს იყენებს. ამ cookie-ის იმისთვის ვიყენებთ, რომ გავიგოთ აქვს თუ არა თქვენს ბრაუზერს JavaScript-ი ჩართული. ბრაუზერიდან გამოსვლის შემდეგ ეს cookie იშლება.

შესაბამისი კანონმდებლობით, აუცილებელი cookie ფაილების გამოყენებისთვის მომხმარებლის თანხმობა აუცილებელი არ არის.

თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ბრაუზერის კონფიგურაციის შეცვლა და ამით აუცილებელი cookie ფაილების დაბლოკვა, თუმცა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენი ვებგვერდის დანიშნულებისამებრ გამოყენება ვერ შეძლოთ.

თუ აუცილებელი cookie ფაილების მეშვეობით დამუშავებული მონაცემების ნახვა ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაბამისი პირის მიხედვით არის შესაძლებელი, მონაცემების ამგვარად დამუშავების იურიდიულ საფუძველს GDPR-ის მე-6 მუხლის 1 პუნქტის (ვ) ქვეპუნქტი წარმოადგენს, რადგან ამ შემთხვევაში ვებგვერდის ოპერირების ლეგიტიმური ინტერესი გვამოძრავებს.

გარდა ამისა, GDPR-ის მე-6 მუხლის 1 პუნქტის (ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ყველა ვებგვერდი log ფაილებს იყენებს, ანუ ვებსაიტის თითოეული გვერდის ჩვენების დროს ამ გვერდებზე შესვლისას დაფიქსირებული მონაცემები სერვერის ჟურნალში ინახება. შენახული მონაცემები შემდეგი სახის დეტალებს მოიცავს:

თქვენი IP მისამართი, თარიღი, დრო, მონახულებული ფაილი, სტატუსი, თქვენი ბრაუზერის მიერ სერვერისთვის გაგზავნილი მოთხოვნა, გადაცემული მონაცემების მოცულობა და ის ვებგვერდი, საიდანაც მოთხოვნილ გვერდზე შეხვედით.
ინფორმაცია გამოყენებული ბრაუზერის (როგორც პროდუქტის) შესახებ და ასევე, ინფორმაცია ბრაუზერის ვერსიის შესახებ, თქვენი საოპერაციო სისტემა და წარმოშობის ქვეყანა.

სერვერის ჟურნალში შეტანილი მონაცემები 14 დღეში ერთხელ იშლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალში მოხვედრილი ნებისმიერი მონაცემი სამუდამოდ წაიშლება. მონაცემების დროებით შესანახი ეს საცავი ჩვენი ვებგვერდების შეტევებისგან ან ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად გამოიყენება. სერვერის ჟურნალში არსებულ მონაცემებს ამ დანიშნულების გარდა სხვა მიზნებისთვის არ ვიყენებთ.

5. OpenStreetMap

აღნიშნული ვებგვერდი ფონდ OpenStreetMap-ისგან მიღებულ რუკებს იყენებს (წმინდა იოანეს სახელობის ინოვაციის ცენტრი, Cowley Road, Cambridge, CB4 0WS, გაერთიანებული სამეფო (ორგანიზაციის აბრევიატურა: OSMF)). თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი ან აპლიკაცია გაერთიანებულ სამეფოში და სხვა ქვეყნებში განლაგებულ OSMF-ის სერვერებს დაუკავშირდება. ამ ვებგვერდის ოპერატორს რაიმე სახის კონტროლი არ აქვს ამგვარ დაკავშირებაზე და OSMF-ის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე. OSMF-ს მიერ მომხმარებლების მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის ნახვა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ფონდის პოლიტიკის გაცნობით შეგიძლიათ: https://wiki.osmfoundation.org/wiki/Privacy_Policy

როგორც უკვე ავღნიშნეთ, OpenStreetMap-ის აღბეჭდვა და შესაბამისად თქვენი მონაცემების დამუშავება GDPR-ის მე-6 მუხლის 1 პუნქტის (ვ) ქვეპუნქტის თანახმად ხდება, რადგან ჩვენ გაგვაჩნია ლეგიტიმური ინტერესი გავაადვილოთ ვებგვერდზე მითითებული ლოკაციების პოვნა და ამით კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ვებგვერდი ვიზიტორებისთვის.

6. კოდირება

თქვენს მიერ ჩვენს ვებგვერდზე შეტანილი მონაცემები კოდირებული ფორმით (SSL) გადაიცემა. ჩვენ ვიღებთ ტექნიკურ და საორგანიზაციო ზომებს ჩვენი ვებგვერდის და სხვა სისტემების დასაცავად, რათა არ მოხდეს თქვენი მონაცემების დაკარგვა, არაუფლებამოსილი პირების მიერ  მათი განადგურება, მათზე უკანონო წვდომა, ცვლილება ან გავრცელება.

7. პერსონალური მონაცემების მიმღებთა კატეგორიები; მონაცემების გადაცემა მესამე ქვეყანაში

ჩვენს მიერ ამ ვებგვერდის ოპერირებისას გამოყენებულ სერვის პროვაიდერებს და დამხმარე ორგანიზაციებს (მაგალითად ჰოსტ-პროვაიდერი, სააგენტოები, კომპიუტერული მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციები), ისევე როგორც წინამდებარე „კონფიდენციალურობის დაცვის წესების“ მე-5 თავში ნახსენებ სერვის პროვაიდერს, შეიძლება ჰქონდეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე. თუმცა, იმდენად რამდენადაც აღნიშნული სერვის პროვაიდერები და დამხმარე ორგანიზაციები მონაცემებს ჩვენი სახელით ამუშავებენ, ისინი მხოლოდ ჩვენი ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებენ, ჩვენ მათთან შესაბამისი კონტრაქტები გვაქვს გაფორმებული. ეს ასევე ეხება იმ სერვის პროვაიდერებს, რომელთა სათაო ოფისები მესამე ქვეყნებშია განლაგებული (ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ). თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის სხვა ორგანიზაციებისთვისაც შეგვიძლია. ზოგიერთი ეს ორგანიზაცია ისეთ ქვეყნებში ოპერირებენ, რომლებშიც მონაცემების დაცვის ისეთი დონე არ არსებობს, როგორიც ევროპის ეკონომიკურ ზონაშია. თუმცა, მათთან დადებული შესაბამისი კონტრაქტებით ისინი დავავალდებულეთ, რომ დაიცვან თქვენი მონაცემები.

8. თქვენი უფლებები; კომპეტენტური ორგანო

ჩვენ ერთობლივად ვთანხმდებით იმის შესახებ თუ GDPR-ით გათვალისწინებულ რომელ ვალდებულებას ასრულებს ესა თუ ის მხარე. კონკრეტულად ეს ეხება მონაცემთა სუბიექტების უფლებების განხორციელებას და ინფორმაციასთან დაკავშირებით GDPR-ის მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

GDPR-ის მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებულ ინფორმაციას მონაცემთა სუბიექტს უფასოდ, მოკლე, გამჭვირვალე, გასაგებ და მარტივად გამოსაყენებელი ფორმით ვაწვდით და ამ დროს მკაფიო და მარტივ ენას ვიყენებთ. ამ მიზნით, თითოეულმა მხარემ მეორე მხარეს ყველა აუცილებელი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შესაბამისი საოპერაციო დაფარვის შესახებ. ამჟამად არცერთი მხარე არ ამუშავებს ჩვენი ვებგვერდის ვიზიტორთა ან რეგისტრირებულ მომხმარებელთა ისეთ მონაცემებს, რომლებიც წინამდებარე კონფიდენციალურობის დაცვის წესებში არ არის აღწერილი.

GDPR-ის მე-15 მუხლის მიხედვით, თქვენ გაქვთ უფლება უფასო წვდომა გქონდეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან; გარდა ამისა, ამ მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ. ამასთან ერთად, GDPR-ის 16-18 მუხლების შესაბამისად, თქვენ გაქვთ არასწორი პერსონალური მონაცემების შესწორების, ამ მონაცემების წაშლის ან მათი დამუშავების შეზღუდვის უფლება.

GDPR-ის მე-20 მუხლის პირობებით, თქვენ გაქვთ (თქვენს მიერ მოწოდებული) თქვენთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების მიღების უფლება. ამასთან ერთად, ამ ინფორმაციის სტრუქტურირებულად, ფართოდ გამოყენებად და კომპიუტერული ტექნოლოგიით წაკითხვად ფორმატში მიღების უფლება გაგაჩნიათ; გარდა ამისა, თქვენ ამ მონაცემების სხვა მაკონტროლებლისთვის ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაცემის უფლება გაქვთ.

ამავე დროს, GDPR-ის 21-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, თქვენი კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარე, GDPR-ის მე-6 მუხლის 1 პუნტქის (ე) და (ვ) ქვეპუნქტების საფუძველზე მიმდინარე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უარის თქმის უფლება გაგაჩნიათ (მათ შორის ამ ქვეპუნქტების საფუძველზე განხორციელებულ პროფილირებაზე უარის თქმის უფლება). იმ შემთხვევაში, როცა პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის მუშავდება, GDPR-ის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერ დროს თქვენი პერსონალური მონაცემების ამგვარი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე უარის თქმის უფლება გაგაჩნიათ (ამაში ასევე იგულისხმება პროფილირება, იმდენად, რამდენადაც ეს ამგვარ პირდაპირ მარკეტინგს ეხება).

თუ მონაცემთა დამუშავება თქვენი ნებართვით ხორციელდება, ამ ნებართვის ნებისმიერ დროს უკან წაღების უფლება გაქვთ. ნებართვის უკან წაღებას ზეგავლენა არ ექნება ნებართვის წაღებამდე განხორციელებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე.

ჩვენ ზემოთხსენებულ თხოვნებს დავემორჩილებით იმ შემთხვევაში და იმ მასშტაბით, რამდენადაც ამას შესაბამისი კანონმდებლობა მოითხოვს.

გთხოვთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი თხოვნით წინამდებარე დოკუმენტის თავში მითითებულ საკონტაქტო პირებს მიმართოთ. თქვენ თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ ის მაკონტროლებელი, რომელსაც ამ თხოვნით მიმართავთ.

ზოგადად, მონაცემთა სუბიექტს ინფორმაციას ის ორგანო აწვდის, რომელსაც ამ მონაცემთა სუბიექტმა შესაბამისი უფლებამოსილებები მიანიჭა.

ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ერთმანეთს მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელების შესახებ და მეორე მხარეს მონაცემებთან წვდომასთან დაკავშირებულ შესაბამის აუცილებელ ინფორმაციას მივაწვდით.  

ნებისმიერ მონაცემთა სუბიექტს აქვს უფლება შეიტანოს საჩივარი საზედამხედველო ორგანოში სავარაუდო დარღვევის შესახებ.

HCAG-ის შემთხვევაში ასეთი საზედამხედველო ორგანოა:

Der Landesbeauftragte für den Datenschutz und die Informationsfreiheit (სახელმწიფო კომისარი მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში)

Königstrasse 10 a

70173 Stuttgart

Tel.: 0711/615541-0

FAX: 0711/615541-15

E-Mail: poststelle@lfdi.bwl.de

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

ს/კ 230866435

ალ.ყაზბეგი 21

2 47 47 47

 

9. მონაცემების შენახვის ვადა და რეგულარულად წაშლა

იმ შემთხვევაში თუ ამ დოკუმენტის ზედა ნაწილში სხვა რამ არ არის მითითებული, ჩვენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას და შენახვას მხოლოდ იმ პერიოდით ვახორციელებთ, რომელიც საჭიროა ამ დამუშავების მიზნების მისაღწევად ან იმდენი ხნით და იმ მასშტაბით, რომლითაც ამას შესაბამისი კანონმდებლობა ითხოვს.

თუ მონაცემების დამუშავების მიზანი აღარ არის აქტუალური ან გამოყენებადი ან კანონით გათვალისწინებული მონაცემების შენახვის ვადა ამოიწურება, ჩვენ, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ავტომატურად წავშლით მონაცემებს ან შევზღუდავთ მათ დამუშავებას.