Quarry Life Award-ის რიგით მე-5 კონკურსი - ჰაიდელბერგცემენტის გარემოზე დაფუძნებულ კონკურსზე რეგისტრაცია იწყება 2021 წლის 11 მაისს და 2021 წლის 18 ნოემბრამდე გასტანს.

საპროექტო წინადადებები წარდგენილი უნდა იყოს მოცემულ ვებ გვერდზე 2021 წლის 18 ნოემბრის საღამოს 11საათამდე (CET).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შერჩეული პროექტები გამოქვეყნდება 2021 წლის 16 დეკემბერს. ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებულთა ვინაობა 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში გახდება ცნობილი.

საპროექტო გუნდი

პროექტების განხორციელება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. თუ მონაწილე არ არის სრულწლოვანი, პროექტს მხარი უნდა დაუჭიროს და უხელმძღვანელოს ზრდასრულმა პირმა. პრინციპში, კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია 14 წლის ასაკიდან მშობლის თანხმობით.

ერთ პირს/გუნდს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი. გუნდური პროექტის შემთხვევაში, საჭიროა დაინიშნოს პროექტის ხელმძღვანელი როგორც Quarry Life Award-თვის საკონტაქტო პირი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ ჰაიდელბერგცემენტის თანამშრომლებს. მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ გუნდს კარიერის ისტორიის, ძველი კვლევების და მომავალ გეგმებთან დაკავშირებით.
თუ ცალკეული პირი ან გუნდი უკვე მუშობს ბიომრავალფეროვნების პროექტზე ჰაიდელბერგცემენტის კარიერში, რომელიც შესულია ექსპლუატაციაში ან დაიწყო აღნიშნულ კონკურსამდე, მას არ შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება. თუმცა, თუ იგივე პროექტი 2022 წელს აფართოებს ან ავითარებს ბიომრავალფეროვნების ახალ ასპექტს, მაშინ ეს ახალი ასპექტი შესაძლებელია გამოყენებული იყოს კონკურსში ჩასართავად.

საპროექტო წინადადება (ბოლო ვადა 2021 წლის 18 ნოემბერი)

საპროექტო წინადადების წარდგენა მარტივია როგორც 1 – 2 – 3.

1. აირჩიეთ მიმართულება და განავითარეთ საპროექტო იდეა.

იმისათვის, რომ კონკურსი ყველა მონაწილისთვის იყოს უფრო სამართლიანი, Quarry Life Award-მა გამოყო ორი მიმართულება.

კვლევითი მიმართულება:

ჩვენ ვეძებთ ისეთ სამეცნიერო პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კარიერთან დაკავშირებული ეკოლოგიის შესახებ ცოდნის ზრდას და/ან წიაღისეულის მოპოვების უბნებზე ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის და წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას.

საზოგადოებრივი მიმართულება:

ჩვენი მიზანია ისეთი პროექტების მოძიება, რომელიც ხელს შეუწყოს კარიერისა და ჩვენი საქმიანობის უკეთ დაკავშირებას საზოგადოებასთან და ფართო საზოგადოების ცნობიერების/განათლების ზრდას ჩვენი კარიერების ბიომრავალფეროვნების შესახებ.

2. აირჩიეთ მონაწილე კარიერი

Quarry Life Award კონკურსი მიმდინარეობს ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის კარიერებზე, ასევე ქვიშა-ხრეშის საბადოებზე. თავდაპირველად, საპროექტო იდეისთვის საუკეთესო კარიერის შერჩევის მიზნით, რეკომენდირებულია შესაბამის ქვეყანაში გადახედოთ კარიერების ჩამონათვალს (საპროექტო გუნდის მშობლიური ქვეყანა). ასევე, რეკომენდირებულია ისეთი კარიერის არჩევა, რომელიც გუნდისთვის ადვილი მისასვლელია, მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თითოეულ მონაწილე კარიერზე მოცემულია ტერიტორიის, ჰაბიტატების, ფლორისა და ფაუნის აღწერა, ასევე ძველი და მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტები.

მონაწილე კარიერების სანახავად გახსენით მე-5 გამოცემა და დააჭირეთ ღილაკს “მონაწილე კარიერები”.

3. საპროექტო წინადადების რეგისტრაცია

საპროექტო წინადადების რეგისტრაციისთვის საჭიროა ანგარიშის გახსნა ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაჭერით, სადაც მოგეთხოვებათ შეავსოთ თქვენი პროფილი.

შეავსეთ საპროექტო წინადადების ფორმა და აღწერეთ თქვენი საპროექტო იდეა, წარმოადგინეთ პროექტის მიზნები, მეთოდოლოგია, ქმედებები და აქტივობები, დამატებითი სარგებელი ბუნებისთვის, საზოგადოებისთვის, კარიერისთვის და კომპანისთვის, პროექტში მონაწილე პირებისა და ჯგუფებისთვის, ასევე, მიუთითეთ პროექტის ვადები და ბიუჯეტი.

საპროექტო წინადადების მომზადებაში დახმარების მიზნით, შეგიძლიათ იხილოთ შაბლონი ყველა სავალდებულო ველით “საპროექტო წინადადების ჩანართში“, რომელიც ღილაკის „წინადადების სახელმძღვანელო მითითებების ნახვა“ ქვეშ არის მოცემული.

საპროექტო წინადადებები უნდა წარადგინოთ თქვენი ანგარიშის მეშვეობით ინგლისურ და თქვენს მშობლიურ ენებზე. ინგლისური ენა მოითხოვება საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის.

> რეგისტრაცია შესაძლებელია 2021 წლის 18 ნოემბრამდე, საღამოს 11 სთ-მდე (CET).

პროექტის შერჩევა 2021 წლის 16 დეკემბერი)

2021 წლის 16 დეკემბრისთვის Quarry Life Award-ის ჟიურიმ თითოეულ ეროვნულ კონკურსში უნდა შეარჩიოს ექვსი საუკეთესო საპროექტო წინადადება (სამი თითოეულ ორ მიმართულებაში). შერჩევის პროცესში ჟიური ეყრდნობა შემდეგ კრიტერიუმებს:

კვლევითი მიმართულება:

  • შემოთავაზებული მეთოდოლოგია;
  • პროექტის განხორციელებადობა;
  • ინოვაციურობა და კრეატიულობა;
  • დამატებითი სარგებელი მეცნიერებისთვის;
  • დამატებითი სარგებელი კარიერისთვის;
  • შემოთავაზებული კომუნიკაცია პროექტის შედეგებისთვის;
  • ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.

საზოგადოებრივი მიმართულება:

  • საგანმანათლებლო მნიშვნელობა და ზოგადი ცნობიერების დონის ამაღლება;
  • დამატებითი სარგებელი საზოგადოებისთვის;
  • ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა;
  • დამატებითი სარგებელი კარიერისთვის; 
  • პროექტის განხორციელებადობა;
  • შემოთავაზებული მეთოდოლოგია;
  • ინოვაციურობა და კრეატიულობა.

> თითოეულ ეროვნულ კონკურსში მიღებული 6 „წინადადება“ შემდეგ გახდება „პროექტი“.

პროექტის კვლევითი სამუშოები (2022 წლის იანვარი-სექტემბერი) 

ვებ გვერდზე თითოეულ პროექტს ექნება ბლოგის გვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება განახლებების, მიღებული მონაცემების, ვიდეოების და ფოტოების ატვირთვა. კონკურსანტებისთვის რეკომენდირებულია აღნიშნული ბლოგების გამოყენება და რეგულარული განახლება. ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ მათი ნამუშევრის საჯაროობას, არამედ ეროვნულ და საერთაშორისო ჟიურის საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ პროექტებს (პროექტამდე და მის შემდეგ). რეკომენდირებულია ინფორმაციის ინგლისურ ენაზე განთავსება, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს საერთაშორისო აუდიტორიისთვის და ჟიურისთვის.

პროექტები მიიღებენ მცირე ფინანსურ დახმარებას ჰაიდელბერგცემენტისგან როგორც ამას განსაზღვრავს თითოეული ქვეყანა. ნებისმიერი მოთხოვნილი დახმარება შეტანილი უნდა იყოს საპროექტო წინადადებაში. თანხები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ პროექტის მხარდასაჭერად.

კარიერზე/მაღაროზე მუშაობის დაწყებამდე, ყველა კონკურსანტი მენეჯმენტისგან მიიღებს ინსტრუქტაჟს ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ყველა კონკურსანტი უნდა დაემორჩილოს კომპანიის ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების რეგულაციებს და მოთხოვნებს. ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება, აღნიშნულ რეგულაციებს, მყისიერად მოიხსნება კონკურსიდან (გუნდის შემთხვევაში, მთლიანი გინდი გამოეთიშება კონკურსს - ასე რომ დარწმუნდით თქვენს უსაფრთხოებაში)!). გარდა ამისა,გუნდის ყველა წევრმა ხელი უნდა მოაწეროს თანხმობის ფორმას მონაცემთა დაცვის შესახებ.

საბოლოო პროექტის ანგარიში (ბოლო ვადა 2022 წლის 15 სექტემბერი)

„საბოლოო პროექტის ანგარიში“ არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს + დანართები (მაგ. საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომები, გამოყენებული წყაროები, სახეობათა ნუსხა, რუკები, ნახაზები, სურათები).

საბოლოო ანგარიშები უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

კვლევითი მიმართულების პროექტებისთვის:

  • მოკლე მიმოხილვა (0,5 გვერდი);
  • შესავალი:

    • ისეთი პროექტების შემთხვევაში, რომლებიც ეფუძნება ადრე განხორციელებულ პროექტს, დაწერეთ იმ საქმიანობების შეჯამება, რომლებიც უკვე დასრულდა წინა პროექტის ფარგლებში;
    • პროექტის მიზნები;
  • მეთოდები: პროექტში გამოყენებული მეთოდების დეტალური აღწერა;
  • შედეგები: უნდა გამოიკვეთოს და გამოიყოს პროექტის შედეგები;
  • განხილვა:

    • შედეგები უნდა იქნას გაანალიზებული და განხილული რეგიონთან/ქვეყანასთან მიმართებაში სხვა პუბლიკაციების გათვალისწინებით; 
    • ერთ პუნქტში უნდა აისახოს პროექტის დამატებითი სარგებელი მეცნიერებისთვის და კარიერისთვის/კომპანიისთვის;
    • საჭიროა რეკომენდაციები და მითითებები სამომავლო პროექტის განსახორციელებლად და განსავითარებლად;
  • საბოლოო დასკვნა: პროექტის ფარგლებში მოპოვებული მონაცემების/შედეგების მოკლე შეჯამება და მიმოხილვა.

საზოგადოებრივი მიმართულების პროექტებისთვის:

  • მოკლე მიმოხილვა (0,5 გვერდი);
  • შესავალი:

    • ისეთი პროექტების შემთხვევაში, რომლებიც ეფუძნება ადრე განხორციელებულ პროექტს, დაწერეთ იმ საქმიანობების შეჯამება, რომლებიც უკვე დასრულდა წინა პროექტის ფარგლებში;
    • პროექტის მიზნები
  • აღწერა: ტერიტორიის, გუნდის წევრების და პროექტის სამიზნე აუდიტორიის მოკლე აღწერა;  
  • ქმედებები და აქტივობები: დაგეგმილი ან განხორციელებული ქმედებების და პროექტის შემუშვების მიზნით განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების დეტალური აღწერა, პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების ჩამონათვალი;  
  • განხილვა:

    • საპროექტო გუნდებმა უნდა განიხილონ დადებითი და უარყოფითი მხარეები და წარმოაჩინონ შესაბამისი გამოცდილებები;
    • ერთ პუნქტში უნდა აისახოს პროექტის დამატებითი სარგებელი ბიომრავალფეროვნებისთვის, საზოგადოებისთვის და კარიერისთვის/კომპანიისთვის; 
    • მიწოდება: საჭიროა პროექტის პრაქტიკული განხორციელება და რეკომენდაციების შემუშვება; 
  • საბოლოო დასკვნები: პროექტის ფარგლებში მოპოვებული მონაცემების მოკლე შეჯამება და განხილვა. 

> ენა: ანგარიშები უნდა მომზადდეს ინგლისურ და მშობლიურ ენებზე. თუმცა, ინგლისური სავალდებულოა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის ანგარიშის შეფასება - გამარჯვებულები 2022

პროექტის ყველა ანგარიშს ერთდროულად განიხილავს ეროვნული და საერთაშორისო ჟიური, რომლებიც შესაბამისად, გასცემენ ეროვნულ და საერთაშორისო პრიზებს. ადგილობრივი გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო საერთაშორისო გამარჯვებულები კი - 2022 წლის დეკემბერში.

ყველა ჟიური გამოიყენებს შერჩევის ერთი და იგივე კრიტერიუმს როგორც ეს საპროექტო წინადადებების შერჩევის პარაგრაფშია მოცემული. უფრო მეტიც, ისინი ყველა კონკურენტ პროექტს განიხილავენ მეცნიერული სიმკაცრის, მეთოდოლოგიის, კარიერისთვის, კომპანიისთვის და საზოგადოებისთვის დამატებითი სარგებლის, გარემოსდაცვითი ცოდნის გაზრდის და ყველა დაინტერესებულ მხარესთან შედეგების მიღწევის გათვალისწინებით.

ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებას შორის ძირითადი განსხვავება მდგომრეობს იმაში, რომ საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა იმ პროექტებს, რომელთა შედეგები გავრცელდება კარიერებს შორის და/ან მიიღებს უფრო ფართო მასშტაბებს და ექნება ეროვნული ან საერთაშორისო მნიშვნელობა, ასევე, ჯილდოს მიიღებენ ის პროექტები, რომელთაც გრძელვადიანი სარგებელი ექნებათ ჰაიდელბერგცემენტის გუნდის აქტივობებისთვის.

შეფასების მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება პროექტის უნიკალურობა და კრეატიულობა. ასევე, პროექტი უნდა იყოს განხორციელებადი და რეალისტური. ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციაზე, მის შესახებ ცოდნის გაღრმავებაზე, კარიერებზე ჰაბიტატების და სახეობების ზრდაზე და ბუნების დაცვის ასპექტებზე. პროექტი ასევე შეფასდება განათლებისა და სწავლების მხარდაჭერის, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, ჰაიდელბერგცემენტის ბიოლოგიურ მონაცემთა ბაზაში წვლილის შეტანის და ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმებისა და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავების გათვალისწინებით.

საპრიზო თანხა

თითოეულ ეროვნულ ნაკადში დაჯილდოვდება პირველი ადგილის მფლობელი. რაც შეეხება საპრიზო თანხას, მისი ოდენობა შეადგენს 15000 GEL ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

საერთაშორისო დონეზე, თითოეულ ექვს კატეგორიაში შეირჩევა ერთი გამარჯვებული ეროვნულ დონეზე ორ-მიმართულებიანი კონკურსისგან დამოუკიდებლად. გარდა ამისა, მთავარი პრიზი გადაეცემა საუკეთესო პროექტს საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო გამარჯვებულები მიიღებენ შემდეგ ფულად პრიზებს, მათ შორის ისინიც, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ჯილდო ეროვნულ დონეზე.

კატეგორიები, რომლებიც ჯილდოვდება თითოეული 10.000€ ევროთი, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ბიომრავალფეროვნების მართვა;
  • ჰაბიტატის და სახეობის კვლევა; 
  • კარიერის საზღვრებს მიღმა; 
  • ბიომრავალფეროვნება & განათლება;
  • კარიერების და ადგილობრივი თემების დაკავშირება; 
  • გარემოზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

და საერთო ჯამში გამარჯვებული ჯილდოვდება: 30.000€

> მეტი ინფორმაცია? დააჭირეთ აქ თქვენს ეროვნულ კოორდინატორთან დასაკავშირებლად

> რეგისტრაცია ახლა (წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 18 ნოემბერი – საღამოს 11სთ (CET))