30 აპრილს კომპნია ჰაიდელბერგ ჯორჯიას წარმომადენლებთან, კონკურსის მონაწილეებთან, ჟიურის წევრთან და სამთო ბილიკების სპეციალისტებთან ერთად მოვიარეთ კარიერის ტერიტორია. გავეცანით სხვა მონაწილეების პროექტებს. კომპანია TRAILWATCH -ის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ დიდგორი ზემო ნიჩბისის ისტორიული ბილიკის განახლება, აღდგენა და მარკირება. 12.7 კილომეტრიანი მარშრუტს თავისი მახასიათებლებით ექსტრემალური დაშვების ბილიკის (DOWNHILL) დაგეგმარების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც თავისთავად ზემო ნიჩბისიდან დაუკავშირდება ტრანსკარიერული ველოპარკის სარეკრეაციო არეალს. TRAILWATCH -ის სამთო ველობილიკების მოწყობის სპეციალისტებთან ერთად კარიერზე ველოპარკის მოწყობის დადებითი მხარეები და სასხორის უნიკალური რელიეფის ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივა განვიხილეთ.

ჩვენი პროექტი მოიაზრებს კარიერის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების ველოპარკის მოწყობას. კარიერებზე ველოპარკის მოწყობის პრაქტიკა გამომდინარეობს იქიდან რომ თავისთავად ველოპარკის მშენებლობა განაპირობებს ბუნებრივ გარემოში შეჭრას და გარკვეული ზიანის მიყენებას. კარიერის ტერიტორიაზე ველოპარკის განთავსება შეამცირებს ხელუხლებელი ბუნებრივი რესურსის ხელყოფას სხვა ტერიტორიებზე და უზრუნველყოფს ველოპარკის ინფრასტრუქტურის ფარგლებში სარეკრეაციო ტერიტორიების აღმოცენებას.

Photo credit: Giorgi Iankoshvili