ლეჟბადინის კარიერი

ადგილმდებარეობა: მარნეულის მუნიციპალიტეტი , სოფელი ლეჟბადინი

სალიცენზიო ფართობი: 587 300 მ2

წიაღისეული: ქვიშა, ღორღი, ხრეში

კარიერის ტიპი: ტენიანი, მდინარის ჭალა

 

ლეჟბადინის ინერტული მასალების კარიერი ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებელი საბადოა, რომელიც მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ლეჟბადინსა და სოფ. ხანჯი-გაზლოს შორის, მდ. ხრამისა და მდ. დებედას შესართავთან.

კარიერი მდებარეობს მდინარის კალაპოტში და შემოფარგლულია ჭალის ტყითა და სასოფლო-სამეურნეო მიწებით. ტერიტორია ხასიათდება მშრალი კლიმატით.

კარიერის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს მდინარის ჭალას, შესაბამისად, მრავალფეროვანია მცენარეებით, მათ შორის ხე-მცენარეებითაც. ჭალაში შეგვხვდებათ თეთრი და შავი ვერხვი, ჭალის მუხა, წნორი, მთრთოლავი ტირიფი, თელა, კუნელი, იალღუნი, შინდანწლა და ქაცვი. მრავალფეროვანია ასევე ადგილობრივი ფაუნაც.

ტერიტორია ახლოს არის გარდაბნის აღკვეთილთან, რომელშიც ბინადრობს თევზების 21, ამფიბიების 4, რეპტილიების 4, ფრინველების 135 და ძუძუმწოვრების 26 სახეობა.

უშუალოდ კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია შეგვხვდეს მგელი, ტურა, წავი, ლელიანის კატა, შავი ყარყატი, დიდი თეთრი ყანჩა, რუხი წერო, დიდი ჩვამა, ჩვეულებრივი კაკაჩა და სხვა. ტერიტორია საკმაოდ მრავალფეროვანია ფრინველთა სახეობებით.