სასხორის კარიერი
ადგილმდებარეობა: სოფ. მცხეთის მუნიციპალიტეტი , სოფელი ნიჩბისი
სალიცენზიო ფართობი: 597 790 მ2
წიაღისეული: კირქვა
კარიერის ტიპი: ქსეროფილური (მშრალი)
სასხორის კირქვის კარიერი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასხორთან ახლოს, თრიალეთის ქედის განშტოებაზე.
ტერიტორია შემოსაზღვრულია ხევებით და ხასიათდება მშრალი კლიმატით. კარიერის ტერიტორია მდიდარია ფრინველთა 54 სახეობით, მათ შორისაა ჩვეულებრივი კაკაჩა და ასევე ფასკუნჯიც, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობა გახლავთ.
კარიერის ტერიტორია ასევე წარმოადგენს ქვეწარმავლების და ძუძუმწოვრების საცხოვრებელ ტერიტორიასაც, მათ შორის არიან: ხმელთაშუაზღვიური კუ, ევროპული კურდღელი, ტურა და მელა.
კარიერის ტერიტორიაზე ძირითადად სიმშრალის მოყვარული მცენარეები გვხვდება. სახეობათა ჯამური რაოდენობა 114-ს შეადგენს, მათ შორისაა ფშატი, ღვია, ასკილი, თრიმლი, აბზინდა, ბეგქონდარა.