ბუნების კონსერვაციის სათავეებთან ყოფნისთვის არასოდეს ყოფილა უფრო საინტერესო დრო, ვიდრე ახლაა. არაჩვეულებრივ 2020/2021 წლებს მოაქვთ სხვადასხვა ახალი ამოცანები, მიზნები, ინიციატივები, ბუნებასთან დაკავშირებული პარტნიორობები, ასევე გაეროს (UN) ეკოსისტემის აღდგენის ათწლეული და 2020 წლის შემდგომი ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო. აშკარაა, რომ კერძო სექტორმა გარემოზე მისი ზემოქმედებებისა და დამოკიდებულებების გააზრებით, ბიზნესის სექტორში საკითხის გაზიარებით და გარემოზე სუფთა დადებითი შედეგის მიღწევის მიზნით მუშობით, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ბიომრავალფეროვნების დანაკარგის აღდგენაში.

ჰაიდელბერგცემენტისთვის გარემოს დაცვა და გაუმჯობესება უმთავრესი საკითხია, რომელიც გლობალურ ვალდებულებებსა და ადგილობრივ საქმიანობასთან ერთად ჩვენი მდგრადობის სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს. მსოფლიოს მასშტაბით, 600-ზე მეტი აქტიური კარიერის ფარგლებში, ჰაიდელბერგცემენტი და მისი შვილობილი კომპანიები იღებენ ვალდებულებას წიაღისეულის მოპოვების პროცესში და მას შემდეგ, დაიცვან და გააუმჯობესონ გარემო და ხელი შეუწყონ ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების ზრდას.

ჰაიდელბერგცემენტს ბიომრავალფეროვნების მხარდასაჭერად საკუთარ სამეზობლოსთან გააჩნია ღია საკომუნიკაციო არხები. განათლებისა და ბუნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, ჰაბიტატებისა და სახეობების კონსერვაციის აღსანიშნავად კომპანიამ 2012 წელს დააარსა Quarry Life Award.

Quarry Life Award წარმოადგენს სამეცნიერო და საგანმანათლებლო კონკურსს, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება და ერთდროულად მიმდინარეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მიზანია კარიერების ეკოლოგიური ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი შემდგომი გაუმჯობესებისთვის ახალი გზების ძიება.

Quarry Life Award-ის გასული 4 კონკურსის ფარგლებში, წარდგენილ იქნა 1400-ზე მეტი საპროექტო წინადადება, საიდანაც მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 370-ზე მეტი პროექტი. აღნიშნულ პროექტებში ჩართული იყო დაახლოებით ათასი მკვლევარი და დაგვიკავშირდა ათასობით დაინტერესებული პირი. რიგით მე-4 კონკურსში ადგილობრივ და საერთაშორისო გამარჯვებულებს თითქმის ერთი მილიონი ევროს ოდენობის საპრიზო თანხა გადაეცათ.

Quarry Life Award: მე-5 კონკურსი (2021)

ჰაიდელბერგცემენტი იწვევს ყველა ბუნების მოყვარულს, მათ შორის მკვლევარებს, სტუდენტებს და მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ უნიკალურ კონკურსში, ჩვენი კარიერების ბიომრავალფეროვნების საფუძველზე ახალი და უნიკალური პროექტების შემუშავებით. კანდიდატებმა ჩვენს ერთ-ერთ კარიერთან მიმართებაში უნდა შეიმუშონ საპროექტო იდეა და „საპროექტო წინადადება“ და წარადგინონ ვებ გვერდზე 2021 წლის 18 ნოემბრამდე. 

2021 წლის 16 დეკემბრისთვის, Quarry Life Award-ის თითოეული ადგილობრივი კონკურსის ჟიური შეარჩევს მაქსიმუმ ექვს პროექტს, რომლებიც შეძლებენ კონკურსში მონაწილეობის მიღებას. კონკურსანტებს მოეთხოვებათ საპროექტო იდეები განახორციელონ საკვლევი პერიოდის განმავლობაში, 2022 წლის იანვარი-სექტემბრის შუალედში. ყველა შერჩეული პროექტი ერთდროულად ჩაერთვება კონკურსში ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

საკვლევი პერიოდის ბოლოს, კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ „პროექტის საბოლოო ანგარიში“ არა უმეტეს 10 გვერდისა. ანგარიშები მოცემული უნდა იყოს მშობლიურ და ინგლისურ ენებზე. თუმცა, საერთაშორისო ჟიური განიხილავს მხოლოდ პროექტის საბოლოო ანგარიშს, რომელიც წარდგენილი იქნება ინგლისურ ენაზე საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად. საბოლოო ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 სექტემბერი.

ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები 2021

ეროვნულ დონეზე Quarry Life Award 2022 წარმოადგენს ორი მიმართულების მქონე კონკურსს, რომელიც იმართება ოცზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. პროექტების განხორციელება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი მიმართულებით:

კვლევითი მიმართულება: სამეცნიერო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს კარიერთან დაკავშირებული ეკოლოგიის შესახებ ცოდნის ზრდას და/ან წიაღისეულის მოპოვების უბნებზე ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის და წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას. 

საზოგადოებრივი მიმართულება: პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებასთან უკეთესი კავშირების დამყარებას და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჩვენი კარიერების ბიომრავალფეროვნების შესახებ. 

ადგილობრივ დონეზე ორი საუკეთესო პროექტი დაჯილდოვდება 2022 წლის შემოდგომით. თითოეული გამარჯვებული გუნდი კვლევითი და საზოგადოებრივი მიმართულებით დაჯილდოვდება ფულადი პრიზით 15 000 ლარის ოდენობით.

საერთაშორისო პრიზების დაჯილდოვება მოხდება შემდეგ კატეგორიებში:

  • ბიომრავალფეროვნების მართვა;
  • ჰაბიტატი & სახეობები;
  • კარიერის საზღვრებს მიღმა; 
  • ბიომრავალფეროვნება & განათლება
  • კარიერების და ადგილობრივი თემების დაკავშირება;
  • გარემოზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო ჟიური ფართო პერსპექტივიდან შეაფასებს ყველა პროექტს. თითოეულ ექვს კატეგორიაში საუკეთესო პროექტი დაჯილდოვდება € 10,000 ევროთი. საერთო ჯამში, საუკეთესო პროექტი მიიღებს არა ნაკლებ € 30,000 ევროს.

ეროვნულ დონეზე გამარჯვებულების ვინაობა  გამოვლინდება 2021 წლის შემოდგომით. საერთაშორისო გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ სპეციალურ ცერემონიაზე, რომელიც ჩვეულებრივ დეკემბრის თვეში იმართება.

რა ტიპის პროექტებს ვეძებთ?

კვლევით მიმართულებაში:

ეროვნული ჟიური იყენებს შეფასების ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიც არის: მეთოლოგია, პროექტის განხორციელებადობა, ინოვაციურობა და კრეატიულობა, პროექტის შედეგების გავრცელება, დამატებითი სარგებელი მეცნიერებისა და კომპანიისთვის.

კვლევითი მიმართულების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შემთხვევაში, საერთაშორისო ჟიური ყურადღებას ამახვილებს ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება აღნიშნულ სამ კატეგორიას, რომელთა დაჯილდოვება ხდება შემდგომს საერთაშორისო დონეზე: 

კატეგორია ბიომრავალფეროვნების მართვა:

  • აღდგენის კონცეფცია/ მეთოდები/პროექტები;
  • პროექტები, რომლებიც განაპირობებს ბიომრავალფეროვნების ზრდას წარმოების პროცესში; 
  • პროექტები, რომელთა დახმარებითაც ჩვენს კარიერებზე იქმნება მცენარეებისა და ცხოველებისთვის ახალ საცხოვრებელი სივრცეები/ჰაბიტატები;
  • მართვისა და რეაბილიტაციის ტექნიკების ოპტიმიზაცია;

> მიზანი: წიაღისეულის მოპოვების პროცესში და შემდგომ ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა.

კატეგორია ჰაბიტატის და სახეობების კვლევა: 

  • რუკების შედგენა, კვლევები, სამეცნიერო კვლევები 

> მიზანი: წიაღისეულის მოპოვების ადგილებში ბიომრავალფეროვნების შესახებ სამეცნიერო ცოდნის ზრდა კარიერის დონეზე მმართველობის გაუმჯობესების მიზნით.

კატეგორია კარიერის საზღვრებს მიღმა:

  • ჰაბიტატის კავშირის, ურბანული ტერიტორიებისა & ლანდშაფტის ეკოლოგიის, მწვანე ინფრასტრუქტურის და ბიომრაველფეროვნებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესწავლა 

> მიზანი: კარიერის მიმდებარე გარემოსთან კავშირის უკეთ გააზრება და გაუმჯობესება.

საზოგადოებრივ მიმართულებაში:

ეროვნული ჟიური იყენებს შეფასების ისეთ კატეგორიებს როგორებიც არის საგანმანათლებლო მნიშვნელობა, ცნობიერების ამაღლების პოტენციალი, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, საზოგადოებისთვის და კარიერისთვის დამატებითი სარგებელი, ასევე პროექტის განხორციელებადობა.

ანალოგიურად, საზოგადოებრივი მიმართულებით წარდგენილ პროექტებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს შემდეგი სამი კატეგორიის მიხედვით: 

კატეგორია ბიომრავალფეროვნება & განათლება:

  • საგანმანათლებლო მასალები და პროგრამები 
  • ბუნებასთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელება დაინტერესებულ მხარეებთან, მუზეუმებთან, ლაბორატორიებთან, ხელოვნებასთან ერთად.

> მიზანი: ახალი საგანმანათლებლი ინსტრუმენტების და აქტივობების შემუშავების გზით, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება.

კატეგორია კარიერების და ადგილობრივი თემების დაკავშირება:

  • მწვანე ხიდების, „მწერების სასტუმროების“, საშოშიეების მოწყობა თემებთან ერთად; 
  • კარიერზე მიმდინარე ეკოლოგიურ პროექტებში საზოგადოების/თემის ჩართულობა, სამოყვარულო მეცნიერებასთან დაკავშირებული პროექტები; 
  • კარიერის ტურისტული მარშუტების, სარეკრეაციო არეალების, სადამკვირვებლო კოშკების მოწყობა 

> მიზანი: ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ აქტივობებში, რაც სარგებლის მომტანი იქნება როგორც კარიერისთვის, ასევე ადგილობრივი თემისთვის.

კატეგორია გარემოზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები 

  • კონცეფციების/მეთოდების/პროექტების პილოტაჟი;
  • იდეები, რომლებიც წარმოგვიდგენს თუ როგორ შეიძლება ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენების და მისი კონსერვაციის გაერთიანება; 
  • ინიციატივები, რომლებიც ქმნიან პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელს ჩვენი საქმიანობის არეალის გარშემო მცხოვრები თემებისთვის; 
  • იდეები/პროექტები, რომელთაც აქვთ პოტენციალი გახდნენ უფრო მასშტაბური ეფექტური ბიზნეს საქმიანობების ფარგლებში 

> მიზანი: თემისთვის ეკონომიკური სარგებლის შექმნა და ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის და გამოყენების, ასევე გარემოსდაცვითი მომსახურებების გაუმჯობესების კომბინირება.

ყველა მონაწილე ეთანხმება დაიცვას კომპანიის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების რეგულაციები. ნებისმიერი გუნდი ან ინდივიდი, რომელიც არ დაემორჩილება ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების რეგულაციებს, მყისიერად გამოეთიშება კონკურსს.

გსურთ იცოდეთ მეტი? დააჭირეთ როგორ მივიღო მონაწილეობა?